სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული A ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.
მატჩი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის სტადიონზე გაიმართა. ჩეხებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გახსნა. მატჩის მეექვსე წუთზე მიხალ სადილეკმა ჩეხები წინ გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა 83-ე წუთზე თამაშის მთავარმა არბიტრმა ჩეხეთის საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. პენალტი სამხრეთ აფრიკელმა ტებოჰო მოკოენამ უბადლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.
ჩეხეთი ორი თამაშის შემდეგ A ჯგუფში ერთი ქულით მესამე ადგილს იკავებს, რაც შემდგომ ეტაზე გადასვლის შანსებს ამცირებს.