„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე გამოცდილი ხორვატი ჩოგბურთელი, მარინ ჩილიჩი იქნება.
ქართველმა პრესტიჟული ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ორი წრე გაიარა, ბასილაშვილმა ავსტრალიელ ტომიჩსა და ამერიკელ სპიცირის მოუგო.
მარინ ჩილიჩთან წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.
ამჟამად ჩილიჩი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი 104-ე პოზიციას იკავებს. მათ შორის შეხვედრა პირველ ოქტომბერს ჩატარდება.