რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია წელის ტრავმის გამო „ემპოლისთან“ მატჩსაც გამოტოვებს. ქართველ ტალანტს ამის გამო „ატლანტასთან“ არ უასპარეზია, მას ასევე ვერ ვიხილავთ „ემპოლისთან“ საშინაო შეხვედრაში. ხვიჩა მკურნალობას აგრძელებს, მას გუნდთან ერთად გუშინაც არ უვარჯიშია, რადგან ტკივილს გრძნობდა.
ILmattino-ის ინფორმაციით, კვარაცხელია დღეს ვარჯიშს შეეცდება, თუ ტკივილი არ შეაწუხებს. ვიხილავთ „ემპოლისთან“ განაცხადში, მაგრამ ამის შანსი საკმაოდ მცირეა.