„ორგანიზმში ფარული დაზიანება იწყება“ - ფსიქიატრის გაფრთხილება

გული

ფსიქიატრი, თათა ასათიანი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" გავრცელებულ მითს ეხმაურება იმის შესახებ, რომ მცირე რაოდენობით წითელი ღვინო გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისთვის სასარგებლოა. 

„ბევრ ადამიანს აქვს პოზიცია, რომ მცირე რაოდენობით ღვინო, განსაკუთრებით წითელი ღვინო არის სამკურნალო ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ამ მიდგომას გარკვეული საფუძველიც აქვს და ეს არის ის, რომ ყურძნის კანში, განსაკუთრებით შავი ყურძნის კანში არის ნივთიერება, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ეს აზრი დაკავშირებულია ამასთან. თუმცა ბოლო კვლევების მეშვეობით ეს მიდგომა აღარ არის გამართლებული. ნებისმიერი რაოდენობით სასმელი შესაძლოა იყოს საზიანო მოზარდებისთვის, განსაკუთრებით ორსულებისთვის.

დიდი მნიშვნელობა აქვს სიხშირეს, რაოდენობას და მიღების ფორმას. როდესაც ეს არის რიტუალი და არ არის დაკავშირებული თრობასთან, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დიდი პრობლემაა. საზიანო მოხმარება არის ისეთი ფორმა, როცა ადამიანი ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით, თუმცა სისტემატურად იღებს ალკოჰოლს. ამ დროს ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული თავად, მაგრამ ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც გარკვეული ორგანოების დაზიანებას იწვევს“, - აღნიშნავს თათა ასათიანი. 

✕