ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

წივწივაძე

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ალექსანდრე წივწივაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 41,57 წამში დაფარა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ტურნირში მსოფლიოს 60 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.