ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა გადავწყვიტეთ, ვიდრე აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებები დასრულდება - მეგონა, ხალხს ხამენეი სძულდა, შეიძლება, ეს ცრემლები ყალბი იყო

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი შეთანხმების მიღწევას ითხოვს, თუმცა ორივე მხარემ გადაწყვიტა, მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა აიღონ, სანამ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდება. ამის თაობაზე მან გამოცემა Axios-თან ისაუბრა.

„ყველანი იქ არიან. ერთი დარტყმაც საკმარისი იქნებოდა, რომ ყველა გაგვენადგურებინა, მაგრამ ამას არ ვიზამთ, რადგან მოლაპარაკებისთვის აღარავინ დაგვრჩებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაუკვირდა დაკრძალვაზე დამსწრე ირანელების ცრემლები.

„მეგონა, ხალხს ხამენეი სძულდა. შეიძლება, ეს ცრემლები ყალბი იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის თაობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირას გაიმართოს.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნეთანიაჰუმ იცის, ვინ არის მთავარი“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.