ქვეყნები, სადაც კოვიდ-ტესტისა და ვაქცინაციის საბუთის გარეშე მოგზაურობას შეძლებთ

აეროპორტი

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების კლების ფონზე, ბევრმა ქვეყანამ მოგზაურობისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნა ან შეამსუბუქა. 

 მიუხედავად იმისა, ვაქცინირებული ხართ თუ არა, ამიერიდან მოგზაურებს მეტი დანიშნულების ადგილის დაჯავშნის საშუალება ეძლევათ, სადაც არც ჩასვლამდე და არც ჩასვლის შემდეგ ტესტის გაკეთება არ მოგიწევთ და არც კარანტინის აუცილებლობა შეგეხებათ.

Bloomberg-მა გამოაქვეყნა ადგილების სია, სადაც კოვიდ-ტესტისა და ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გარეშე მოგზაურობას შეძლებთ:

კარიბის ზღვის აუზი - 19 მარტიდან ყველა კოვიდ-რეგულაცია მოხსნილია.

ბაჰრეინი - ტესტის ან ვაქცინის დოკუმენტაცია 20 თებერვლიდან საჭირო აღარ არის.

ჩილე - 14 აპრილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ქვეყანაში შესვლა, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ტესტის გაკეთება მაინც მოგიწიოთ.

კოსტა რიკა - არავაქცინირებულ ვიზიტორებს მისი სტუმრობა 1 აპრილიდან შეუძლიათ.

კუბა - 6 აპრილიდან, მოგზაურებს შეუძლიათ თავისუფლად შესვლა თუ ისინი შეავსებენ ფორმას და საჭიროების შემთხვევაში PCR ტესტს გაიკეთებენ.

ჩეხეთი - ქვეყანა იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპაში, რომელმაც 9 აპრილს სრულად გახსნა საზღვრები.

დანია - 29 მარტის მდგომარეობით, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, ყველა დარჩენილი კოვიდ-შეზღუდვა მოიხსნა.

გაბონი - ეს არის პირველი აფრიკული სახელმწიფო, რომელმაც 16 მარტიდან ყველა კოვიდ-მოთხოვნა გააუქმა.

უნგრეთი - 7 მარტიდან აქ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები აღარ არსებობს.

ისლანდია - ქვეყანამ 25 თებერვალს გააუქმა ყველანაირი კოვიდ-შეზღუდვა.

ირლანდია - 6 მარტიდან მოგზაურებს შეზღუდვები აღარ ექნებათ.

იორდანია - მოგზაურებს კოვიდ ტესტის მტკიცებულება 1 მარტიდან არ დასჭირდებათ.

ლატვია - 1 აპრილის მდგომარეობით ყველა კოვიდ-შეზღუდვა მოხსნილია.

მალდივები - 13 მარტს გაუქმდა ყველა შეზღუდვა.

მოლდოვა - ომმა უკრაინაში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა 16 მარტიდან აქ ყველა კოვიდ-რეგულაცია მოიხსნა.

მონღოლეთი - 14 მარტიდან ეს არის პირველი ქვეყანა აზიაში, რომელიც გახსნილია ყველა საერთაშორისო მოგზაურისთვის.

ჩრდილოეთ მაკედონია - ყველა მოთხოვნა 21 აპრილიდან მოხსნა.

ნორვეგია - 12 თებერვლიდან არ არის საჭირო ტესტირება, კარანტინი ან რეგისტრაცია.

რუმინეთი - 16 მარტს გაუქმდა ყველა კოვიდ-შეზღუდვა.

საუდის არაბეთმა 6 მარტს ამოიღო კოვიდთან დაკავშირებული მოთხოვნები ტურისტული ვიზის მფლობელებისთვის.

სლოვენია - 19 თებერვლიდან ქვეყანაში შემოსვლაზე კორონავირუსის შეზღუდვა აღარ არის.

შვედეთი - 1-ელ აპრილს მოიხსნა აკრძალვა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისთვის, რითაც ქვეყანა ყველასთვის ხელახლა გაიხსნა.

იემენი - მიუხედავად იმისა, რომ სხვა სამოგზაურო რჩევები რჩება, კოვიდთან დაკავშირებული მოთხოვნები 17 მარტს გაუქმდა.