ბელგიაში გადაღების დროს ეტლიდან გადმოვარდა და მიიღო დაზიანებები - ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს, საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება

irakli gafrindashvili

ირაკლი გაფრინდაშვილი, საზოგადოებას მისი მეგობრისთვის გაერთიანებას სთხოვს. როგორც ირაკლი წერს, ფოტოგრაფმა ანა გოდუაძემ, ბელგიაში გადაღების დროს ეტლიდან გადმოვარდა და მიიღო დაზიანებები. გადაყვანილია ბრიუსელის წმინდა პიერის სახ. ჰოსპიტალში, სადაც დაუდგინდა ბარძაყის ძვლის რთული მოტეხილობა.

„2011 წელს შემოგორდა ჩემს ცხოვრებაში, ერთად გავაკეთეთ პროექტი „გახდი ჩემიანი“ პანდუსების საჭიროებაზე ვმსჯელობდით.  მზიურის უგვირგვინო დედოფალი ! 
გუშინ დარეკა , დარდობს და ერიდება.  პარიზში ზღაპრული ფოტოების გადაღება მოუსწრია ჰოდა მოემზადეთ, ამ ფოტოების გაყიდვას ვაპირებთ. მანამდე კი ანას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპერაცია გამოირიცხა. დანიშნულია რთული და ხანგრძლივი მკურნალობის კურსი, რისი ანაზღაურებაც ამ ეტაპზე ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს.

საავადმყოფოს მიერ მოწოდებული წინასწარი კალკულაციის მიხედვით, საწყისი 2-3 კვირისთვის საჭიროა დაახ. 33 000 ევრო. პარალელურად ვცდილობთ თანხების მოძიებას ყველა შესაძლო ინსტანციაში, თუმცა, ამ ეტაპზე,  ყოველი თქვენგანის წვლილი მნიშვნელოვანია.
დაზღვევამ უკვე დააფინანსა თავის მოქმედების ვადაში არსებული ხარჯები, თუმცა, ეს არ არის საკმარისი.
თქვენი დახმარების და სისწრაფის  ძალიან დიდი იმედი გვაქვს. გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ინფორმაცია და ყველას მივაწვდინოთ ხმა. “- წერს ირაკლი გაფრინდაშვილი.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშებზე

TBC:#GE96TB7801245063600010BOG#GE51BG0000000537800678მიმღები - გვანცა ბაკურაძედანიშნულება -> ანიასთვის