რას სთხოვდა ლენონს ფანი, რომელმაც შემდეგ მუსიკოსის წერილი აუქციონზე გაყიდა

lennon

ვარსკვლავებს ბევრ უცნაურ თაყვანისმცემელთან, ეგრეთ წოდებულ ფანთან უწევთ ურთიერთობა. ახლა ეს უფრო გაადვილებული გზებით ხდება, მაგრამ მეოცე საუკუნეში დიდი არჩევანი არ იყო. კუმირს წერილებს წერდნენ. ასე მოიქცა ერთი ახალგაზრდაც, რომელმაც 1972 წელს, წერილით ჯონ ლენონს, მსოფლიოში სამოგზაუროდ ფული სთხოვა. მუსიკოსმა უცნაური თხოვნა არ დააიგნორირა და წერილითვე უპასუხა: "გააკეთე მედიტაცია და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოსახვაში."

1995 წელს ახალგაზრდა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მართლაც გაემგზავრა. მანამდე კი, მან ლენონის ეს წერილი აუქციონზე გაყიდა. გამოდის, რომ მისი მოგზაურობა მართლაც ლეგენდარულმა მუსიკოსმა დააფინანსა.

***

ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში, საკუთარი სახლის შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. მომღერალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ჯონს ხუთჯერ ესროლეს. ლეგენდარული მუსიკოსი 40 წლის იყო, მკვლელი კი - 25 წლის.

ობსესიური აშლილობის მქონე მარკ დევიდ ჩეპმენი, "ბითლზის" ფანი იყო. მკვლელობამდე, რამდენიმე საათით ადრე, მისგან ავტოგრაფი აიღო.

მარკ ჩეპმენი დღემდე ციხეშია. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ჩეპმენის მთავარი მოტივი ცნობადობის მოპოვება იყო.

2018 წელს, რო­დე­საც მას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მე­ა­თედ უთხრეს უარი, მარ­კმა საბ­ჭოს უთხრა, რომ რაც მეტი წელი გა­დი­ო­და, მით უფრო მე­ტად რცხვე­ნო­და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი კი იმით და­ა­სა­ბუ­თეს, რომ ლე­ნო­ნის მკვლე­ლო­ბა ჩეპ­მენ­მა მხო­ლოდ სა­ხე­ლის და­სამ­კვიდ­რებ­ლად ჩა­ი­დი­ნა და მისი ცი­ხი­დან გაშ­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და.

69 წლის ჩეპმენი ისევ ციხეშია... 

ასევე დაგაინტერესებთ:

"სამოთხეში ოჯახის წევრები ერთად არიან. ერთმანეთს ელაპარაკებიან და ამისთვის ადიდებენ უფალს" - შეიტყვეთ უფრო მეტი წმინდა მამისგან

"განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა

"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა