450 000 კაცზე ჩატარებული კვლევის შედეგები - ხორცის მოხმარებასა და კუჭის კიბოს შორის კავშირი გამოავლინეს

კუჭი

450 000 კაცზე ჩატარებულმა კვლევამ ხორცის მოხმარებასა და კუჭის კიბოს შორის კავშირი გამოავლინა
 რამდენად უსაფრთხოა დამუშავებული ხორცი (ძეხვეული) ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის? ავტორიტეტულ გამოცემა International Journal of Cancer-ში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევა, რომელიც 450 112 ადამიანზე 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, განგაშის ზარს რეკს.

მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს ხორცის მოხმარების კავშირი კუჭისა და საყლაპავი მილის ადენოკარცინომასთან (ჯირკვლოვანი უჯრედების სიმსივნე).

რა აჩვენა კვლევამ?

დამუშავებული ხორცის საფრთხე: დღეში დამატებითი 30 გრამი დამუშავებული ხორცი (ძეხვეული, ბეკონი, ჰოთ-დოგი) კუჭის კიბოს რისკს 9%-ით, ხოლო საყლაპავი მილის ადენოკარცინომის რისკს 13%-ით ზრდის.

დაუმუშავებელი წითელი ხორცი: საინტერესოა, რომ უშუალოდ დაუმუშავებელ წითელ ხორცსა და კიბოს ამ კონკრეტულ ტიპებს შორის პირდაპირი მნიშვნელოვანი კავშირი არ გამოვლინდა.

მოულოდნელი მიგნება თეთრ ხორცზე: დღეში 20 გრამით მეტი თეთრი ხორცის მიღება ქალებში კუჭის ქვედა/შუა ნაწილის სიმსივნის რისკის 20%-ით ზრდასთან აღმოჩნდა დაკავშირებული (მამაკაცებში ეს კავშირი არ დაფიქსირებულა).

რატომ არის დამუშავებული ხორცი საშიში? დამუშავებისა და შენახვის მეთოდები (მაღალი მარილიანობა, კონსერვანტები) აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, იწვევს ანთებას და ოქსიდაციურ სტრესს.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ხორცი ხშირად „ჯანსაღ ალტერნატივად“ მიიჩნევა, მომზადების მეთოდები და ცილების მეტაბოლიზმი დამატებით შესწავლას საჭიროებს!