ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი, კლაუდია შიფერი და ნაომი კემპბელი - რა ხდებოდა მილანის მოდის კვირეულზე

 მილანის მოდის კვირეული

მილანში მოდის კვირეული მიმდინარეობს. ცნობილმა დიზაინერებმა და ბრენდებმა საზოგადოებას  2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები წარუდგინეს.  მოდის კვირეულის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, მილანს  ჰოლივუდის ვარსკვლავებიც  ესტუმრნენ. Gucci-ს და Prada-ს  2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების ჩვენებებზე გამოჩნდნენ რაიან გოსლინგი,  ჯულია რობერტსი, სკარლეტ იოჰანსონი, ბენედიქტ  და სხვა ცნობილი სახეები. 
 
დიდი გამოხმაურება მოჰყვა Versace’s-ს ჩვენებას, რომელიც კენდალ ჯენერმა გახსნა. 


შოუს დასახურად კი, დონატელა ვერსაჩემ 1990-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელი, კლაუდია შიფერი მიიწვია. მოდელების ხაზს წინ უძღოდა ჯიჯი ჰადიდიც. ჯერჯერობით ბელა ჰადიდი პოდიუმზე არ გამოჩენილა. 


 
აღსანიშნავია, რომ  ასაკის მატების მიუხედავად 53 წლის კლაუდია შიფერი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.  მას მწვანე ფერის კაბა ეცვა, რომელიც შავი დეტალებით იყო გაფორმებული. 
 
წელს პოდიუმზე პირველად გამოჩნდა 53 წლის  ნაომი კემპბელიც, რომელმაც Dolce & Gabbana -ს  ჩვენება დახურა.  მას შავი ფერის გამჭვირვალე  სამოსი ეცვა. 
 


Dolce & Gabbana-ს სამოსის წარდგენაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმაც...  სხვათა შორის, წლევანდელი მოდის კვირეულები მატილდასთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა - Dolce & Gabbana -ს შემდეგ, გვარლიანი ბრენდ  Attico-ს შოუზეც გამოვიდა...  გვარლიანმა ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა ბრენდების, Diesel-ის და Philosophy-ს ახალი კოლექციები... ასევე, მოირგო ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას სამოსი.. მანამდე, გვარლიანს მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთი ცნობილი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიც არმანი, შანელი, ლუი ვიტონი, კაროლინა ჰერერა,ფენდი, დიორი და გუჩი არიან....  გვარლიანი ვიხილეთ ვოგის გარეკანზეც.. გასულ  წელს  გამოცემა  Models.com-ის მკითხველებმა ის ტოპ ახალ სახედ დაასახელეს..