„მეტირება, რომ მახსენდება...“ - ნანუკა სტამბოლიშვილი მძიმე პერიოდზე

სტამბოლიშვილი

თურქული სერიალების ქართველმა ვარსკვლავმა ნანუკა სტამბოლიშვილმა “აჭარის მაუწყებელთან” იმ მძიმე ეპიზოდზე ისაუბრა, რომელიც სერიალ “ Emanet”-ში მის გამოჩენას მოჰყვა.

ნა­ნუ­კა იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც Emanet-ის მე­სა­მე სე­ზონ­ში მთა­ვარ როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პო­ზი­ტი­უ­რად გა­აფრ­თხი­ლეს: წინა მსა­ხი­ობ­სა და მის წყვილს ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავ­და, ამი­ტომ შე­საძ­ლოა, მა­ყუ­რებ­ლის ნა­წი­ლის­გან მცი­რე უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია წა­მო­სუ­ლი­ყო..

“თურქეთამდე ერთი ცუდი კომენტარიც კი არ მახსოვს. მთლად ვარდისფერ ფერებში არ ყოფილა ყველაფერი. ასე დეტალურად არასდროს მომიყოლია ეს ამბავი. როცა ჩავედი თურქეთში და ეს შემოთავაზება მივიღე, მი­თხრეს, რომ რად­გან მე­სა­მე სე­ზონ­ში შე­მოვ­დი­ო­დი და წინა წყვილს ბევ­რი ფანი ჰყავ­და, ცოტა უარ­ყო­ფით რა­ღა­ცებს უნდა ელო­დოო. ვი­ფიქ­რე, რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო - ერთი, ორი, ათი თუ ორ­მოც­და­ა­თი კო­მენ­ტა­რი? ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რა მე­ლო­და. ისეთ რა­ღა­ცებს იგო­ნებ­დნენ, ვფიქ­რობ­დი, სა­ი­დან მო­უ­ვი­დათ ეს აზრი-მეთ­ქი. ენა არ ვი­ცო­დი, ამ სფე­რო­ში გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი და უცებ ამ­ხე­ლა ჰე­ითს შე­ვე­ჯა­ხე. არ ვი­ცო­დი, რაზე მე­ნერ­ვი­უ­ლა - და­კის­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, საქ­მე­ზე თუ ამ თავ­დას­ხმებ­ზე. მქონ­და შეგ­რძნე­ბა, თით­ქოს ცხვა­რი მოხ­ვდა მგლე­ბის ხრო­ვა­ში. ახლაც გამაჟრჟჟოლა რომ ვიხსენებ“ - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

მსახიობმა გადაცემაში სტუმრობისას ქართველი თაყვანიცემლების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. “პირველივე დღეებიდან გვერდში დამიდგა ჩემი ქართველები. მეტირება ამას რომ ვყვები, მაგრამ უკან მედგა მთელი არმია. მადლიერი ვარ მათი და ჩემს ოჯახის წევრებად აღვიქვამ” - თქვა მსახიობმა.