1750017082
კოსმეტიკური კომპანია Estée Lauder-ის ხელმძღვანელი ლეონარდ ლაუდერი გარდაიცვალა

კოსმეტიკური კომპანია Estée Lauder-ის ხელმძღვანელი ლეონარდ ლაუდერი 93 წლისა გარდაიცვალა. ლაუდერი კომპანიის დამფუძნებლების - ესტე და ჯოზეფ ლაუდერების უფროსი ვაჟი იყო. Estée Lauder-ში ის 1958 წლიდან მუშაობდა.
სწორედ მისი ხელმძღვანელებით გამოუშვა კომპანიამ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Clinique, Aramis, Lab Series და ა.შ.
Forbes-ის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ლეონარდ ლაუდერის ქონება 9,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.