შალვა გოგოლაძე სლოვაკეთის სპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო მდივნებს შეხვდა

შალვა გოგოლაძე

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სლოვაკეთის სპორტის სახელმწიფო მდივან ივანა შუფლიარსკა-ლიბიკოვასა და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრ მატინ კრნაჩს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სპორტის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

"შალვა გოგოლაძემ სახელმწიფო მდივნებს ფეხბურთში 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის კარგად ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სპორტის, განსაკუთრებით ზამთრის სპორტის, მიმართულებითა და ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

შეხვედრას ესწრებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სლოვაკეთი 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე C ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასა და პოლონეთთან ერთად ასპარეზობს.