„ის ერთადერთი გოგონა იყო, რომელსაც ინტერნეტში ვათვალიერებდი" - როგორ დაიწყო ხოაკინ ფენიქსისა და რუნი მარას ლეგენდარული სიყვარულის ისტორია

რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი

ხოაკინ ფენიქსისა და რუნი მარას სიყვარულის ისტორიას ჰოლივუდში სამაგალითოდ თვლიან. 
 
 
„რუნიმ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ადრე კინოსა და რეალური ცხოვრების ერთმანეთისაგან გამიჯვნა მიჭირდა. ახლა კი, ყოველი ახალი პროექტის აღებისას, ვფიქრობ, როგორ იმოქმედებს ეს როლი ჩემზე და რა შთაბეჭდილებას დატოვებს მაყურებელზე. ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი ცხოვრება მიყვარს",- ამბობს ხოაკინ ფენიქსი.
 
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი წყვილის გზები პირველად 2012 წელს ფილმის, სახელწოდებით „ის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ეს ერთი ნახვით სიყვარული არ ყოფილა - მეტიც, როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენეს, კინოსურათის გადაღების პროცესში ერთმანეთთან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ და ერთმანეთს უცნაურ ადამიანებადაც კი თვლიდნენ.  
 
„გადაღებების დასრულების შემდეგ, დავმეგობრდით და გადავწყვიტეთ ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა. ის ერთადერთი გოგონა იყო, რომელსაც ინტერნეტში ვათვალიერებდი - ელექტრონული ფოსტით გვქონდა მიმოწერა. არადა, მანამდე ინტერნეტში ქალის შესახებ ინფორმაციის მოძიება არასოდეს მიცდია...“,- იხსენებს ხოაკინ ფენიქსი. 
 
ხოაკინისა და მარას ვირტუალური ურთიერთობა 3 წელს გრძელდებოდა. შემდეგ იყო კინოსურათი, სახელწოდებით „მარია მაგდალინელი“ - წყვილი ერთმანეთს კვლავ შეხვდა. 
 
„მაშინ ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთთან მეგობრობაზე მეტი გვაკავშირებდა. მასთან თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი - ასე იყო ხოაკინიც“,- იხსენებს რუნი მარა. 
 
ხოაკინ ფენიქსისა და რუნი მარას დებიუტი 2017 წელს კანის კინოფესტივალზე  შედგა. გამოცემა „ფიფოლის“ ინფორმაციით, ისინი განუწყვეტლივ საუბრობდნენ და ორივე თვალები საოცრად უბრწყინავდა.  გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ისტორია - 2019 წელს ნიშნობით დაგვირგვინდა. 
 
2019 წელს, ტორონტოს საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე, მთავარი ჯილდოს მოგების შემდეგ, „ჯოკერის“ ვარსკვლავმა საყვარელ ქალს ამ სიტყვებით მიმართა:
 
„რუნი მიყვარხარ. მადლობა ყველაფრისთვის“
 
2020 წელს წყვილს პირველი შვილი, სახელად რივერი შეეძინა.  აღსანიშნავია, რომ მარა ორსულობას მალავდა - ქუჩაში გასვლის დროს ის მუდმივად დიდი ზომის ტანისამოსს იცვამდა. 
 
„სახლში უბრალო ცოლ-ქმარი ვართ - რივერის მშობლები.. ჩვენი სახლის კართან ვტოვებთ საკუთარ პროფესიასა და კარიერას. გამიმართლა, რომ შემიძლია ჩემ საყვარელ მამაკაცთან ერთად მშვიდად და ბერნიერად ვიცხოვრო“,- ამბობს რუნი. 
 
„გოგონა დრაკონის ტატუთი“ და კინოსურათის „გლადიატორი“ ვარსკვლავი ერთმანეთს ყოველთვის მხარში უდგანან, აქტიურად იბრძვიან ცხოველების უფლებებისთვის და დაკავებულები არიან საქველმოქმედო საქმიანობით.  
 
ხოაკინ ფენიქსი  და რუნი მარა მედიისთვის დღემდე ყველაზე იდუმალ წყვილად რჩებიან.  წყვილი პირად სივრცეს განსაკუთრებით უფრთხილდება. ისინი თავიანთ ურთიერთობას გამუდმებით მალავენ, წითელ ხალიჩაზე იშვიათად ჩნდებიან და სოციალურ ქსელების გამოყენებისგან თავს იკავებენ. ცდილობენ პაპარაცების ობიექტივში ნაკლებად მოხვდნენ.

ჯოკერსა და მის რჩეულს ღრმად სჯერათ, რომ  ურთიერთობის დეტალები საჯაროდ არ უნდა გამოიტანონ, რადგან ნამდვილ სიყვარულს ზედმეტი სიტყვები არ სჭირდება.  

ასევე ნახეთ:

VIDEO: ბრუნო მარსის კონცერტზე გაჟღერებული „თბილისო“

„სამწუხაროა, რომ არ მომიწვიეს ჩვენებაზე“ - დემნა გვასალიას ძმა Balenciaga-ს ჩვენებაზე არ მიიწვიეს

როგორ გამოიყურებოდნენ კახა კალაძე და ანუკი არეშიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოებაზე