„მიყვარხარ მამიკო...“ - ბიზნესმენ თემურ უგულავას უმცროსი შვილის ემოციური წერილი მამას

ნინი ნებიერიძე

ბიზნესმენ თემურ უგულავას მეუღლე, ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში შვილის წერილს ავრცელებს, სადაც ის მამას ემშვიდობება. 

„მე შენ მიყვარხარ მამიკო... იმედი მაქვს, ზეცაში განისვენებ. ჩვენ ყველას გვიყვარხარ. მიყვარხარ...“, - წერია წერილში. 

ნებიერიძეს თემურ უგულავასგან ორი შვილი, ტოკიო და თემუკა ჰყავს.

ცნობისთვის, ბიზნესმენი 56 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.