„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
როგორ მოვიქცეთ, თუ გამოცდის წინ საგამოცდო ბარათი ან პირადობა სახლში დაგვრჩა,- ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო", შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი საუბრობს.
„თუ კი აბიტურიენტს სახლში დარჩება საგამოცდო ბარათი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამას გზაში აღმოაჩენს, არავითარ შემთხვევაში არ მიბრუნდეს სახლში. იმიტომ, რომ იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც მას უწევს გამოცდის ჩაბარება, ჩვენი თანამშრომლები იქვე, ცალკე ოთახში ამოუბეჭდავენ საგამოცდო ბარათს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დარჩენის შემთხვევაში, აუხსნიან შესაბამის პროცედურას, რა ვადაში უნდა წარმოადგინოს მან ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რა თქმა უნდა, შეუფერხებლად, სტრესის გარეშე, შევა გამოცდაზე. თუმცა, სასურველია, რომ არ დარჩეს“,- ამბობს მემანიშვილი.
ნახეთ, ვიდეო: