გელა ბაბლუანი სტალინზე ფილმს გადაიღებს, სადაც ახალგაზრდა სტალინის როლს კოსმო ჯარვისი შეასრულებს

კოსმო ჯარვისი

გელა ბაბლუანი გადაიღებს ფილმს „ახალგაზრდა სტალინი“, სადაც იოსებ სტალინის როლს ბრიტანელი მსახიობი კოსმო ჯარვისი შეასრულებს.

Variety-ს ინფორმაციით, ფილმი ინგლისელი მწერლისა და ისტორიკოსის საიმონ სებაგ-მონტეფიორეს ამავე სახელწოდების წიგნზე იქნება დაფუძნებული. სურათის რეჟისორი გელა ბაბლუანია. მონტეფიორესთან ერთად ის სცენარის თანაავტორიცაა.

ფილმი სტალინის ახალგაზრდა წლებზე მოგვითხრობს, კერძოდ რევოლუციამდელ რუსეთში ბანკების ძარცვაში მის მონაწილეობაზე. პროექტს კომპანია Access Entertainment-ი აფინანსებს. პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე არ დასახელებულა.