1733169705
„დემეტრემ დაოჯახებით ჩემი ისტორია წაშალა...” - თათა ვარდანაშვილი ცხოვრების მძიმე პერიოდზე
დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემაში „სხვა ნანუკა“ იმყოფებოდა სტუმრად და პირად ამბებზე ისაუბრა.
„მეუღლე ისე სიგიჟემდე მიყვარდა, რომ ერთ-ერთ აღსარებაში ვთქვი, რომ ღმერთმა ალბათ იეჭვიანა და ერთად იმიტომ აღარ ვართ-მეთქი..
გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე. შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა და თვალით აღარ მინახავს. სამშობიაროდან ერთად გამოვედით. ყველას ახსოვს მისი ემოცია, როცა გაიგო, რომ ბიჭი შეგვეძინა. მესამე დღეს იყო მისი მამის გარდაცვალების დღე. უკვე სახლში ვიყავი. დემეტრეს დაბადების მოწმობა აიღო და თქვა, მამაჩემს უნდა ვახარო, შვილის დაბადებაო, ყველას ჩაგვეხუტა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ განქორწინების დღეს ვნახე.
ძალიან დიდხანს მქონდა გაურკვევლობის შეგრძნება. მხოლოდ ერთხელ დავურეკე, 1996 წლის აღდგომას. მშობიარობიდან სამ თვეში. მინდოდა, სახლიდან ჩემი ნივთები წამომეღო.
მაგრამ სახლში მისი და დამხვდა და არ შევსულვარ. ელემენტარული რაც მჭირდებოდა, ისიც იქ დავტოვე. ფეხით წამოვედი და ვთქვი, რომ ამ ქუჩაზე, ნუცუბიძეზე, აღარ გავივლი -მეთქი.
დემეტრემ ისე დაიწერა ჯვარი, რომ ეს ნათქვამი არ დამირღვევია. დემეტრემ დაოჯახებით ჩემი ისტორია წაშალა“. – ამბობს თათა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 როგორ გამოიყურებოდა რეზი ქირია წლების წინ - ნახეთ ფოტოები
👉 ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალისთვის ემზადება - შთამბეჭდავი კადრები კულისებიდან