VIDEO: თვითმხილველის გადაღებული კადრები ადგილიდან, სადაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა

ქვათაცვენა ვაკე საბურთალოს გზაზე

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ არსებული ფერდიდან ქვათაცვენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„გაცნობებთ, რომ დღეს საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ არსებული ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა. კონკრეტულ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში.

სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია.

ასევე ნახეთ:

„ექსპერტიზამ მომკლა მაშინ, პატარა თავს იცავდა, პატარა ხელებით ეწინააღმდეგებოდა…“ - ადვოკატი მარიამ ჩხეიძე, მაგდა პაპიძის საქმეზე

დაკავებულია წყვილი, რომელმაც 6 წლის წინ შვილი ვედროში დაახრჩო და ეზოში დამარხა (რუსეთი)

ნახეთ, როგორი იქნება უახლოესი 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

VIDEO: „რად მინდა ამდენი ყვავილი ამ სიცხეში... გამომიგზავნე მარწყვი, შამპანური, ბრილიანტები“ - გია სურამელაშვილი

შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, 4 წლის ლუსის, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა