VIDEO: მაშველებმა სტიქიის ზონაში ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტურისტი გადაარჩინეს

ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ ნაგომარში - მდინარე სუფსიდან მეხანძრე-მაშველების მიერ უსაფრთხოდ ამოყვანილია კუნძულზე შემორჩენილი ტურისტი.