საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო
1754318194
ვახტანგ გომელაური გვიან ღამემდე, სტიქიის ზონაში საველე ოპერაციების შტაბში იმყოფებოდა. შს მინისტრის ხელმძღვანელობით, საველე ოპერაციების შტაბში დღეს სამუშაო თათბირი გაიმართება. გარდა ამისა, გომელაური სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს დღესაც პირადად გაეცნობა.
სტიქიის ეპიცენტრში უკვე გადამოწმებულია მიწის მასის 60%. სამძებრო ოპერაციის არეალი გაფართოებულია და ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიამდე აღწევს. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში. სტიქიის ზონაში მაშველები, ჯარი, პოლიცია, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობენ.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1754319755
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603