„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
1785138553
სოჭში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი ემსხვერპლა. 26 ივლისს, გვიან საღამოს, ავტომობილ Toyota Land Cruiser-ის მძღოლი დიდი სიჩქარით გვირაბის კედელს შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში რვა ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად დაიღუპნენ მძღოლი და ოთხი მგზავრი, მათ შორის 5, 10 და 13 წლის ბავშვები.
კიდევ სამი ბავშვის გადარჩენა „როსგვარდიის“ თანამშრომლებმა შეძლეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.
შემთხვევა დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები, მეხანძრეები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, „როსგვარდიის“ თანამშრომლები და გვირაბების ექსპლუატაციის სამსახურის წარმომადგენლები.
ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს სამართალდამცველები ადგენენ.