„სიზმარში გნახე, ანა... შავებში ჩაცმული ხალხი მოდიოდა...“ - გორში გარდაცვლილი ქალის ახლობელი

avaria gorshi

გორში დაღუპული დედა-შვილის ოჯახის ახლობელი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სიზმარში გნახე ანა.. ისეთი ლამაზი იყავი, სკოლა რომ დაამთავრე გრძელი ტალღა- ტალღა ლამაზი თმებიდან მიცინოდი.. სახლი იყო უცნაურად სახელდახელოდ გარემონტებული ჭერი სანახევროდ შელესილი, კედელი გაბზარული.
- ვაიმე, აქ რა გინდა მეთქი და სასწრაფოდ დავიწყე შენი ტანსაცმლის ჩანთებში ჩალაგება... მანქანაში ჩავსხედით. შენ იყავი მძღოლი, ცალი ხელი თაბაშირში გქონდა და ფრთხილად, ფრთხილად ანა მეთქი... სოფლის დაღმართზე შავებში ჩაცმული ხალხი მოდიოდა...

ეტყობა ამათ არ იციან ყველაფერი ტყუილი რომ არის მეთქი

- ანა დაასიგნალე, დაასიგნალე მეთქი!- გამეღვიძა. ნეტა მე მოვმკვდარიყავი და შენ არა!
ორი კი არა ყველა მოვკვდით...

მე კარგი მაგრამ ლერი როგორ მიატოვე რა ეშველება უშენოდ...

ანა, ჩემო დამტირებელო, მე დაგტირი ...

გაამკაცრეთ კანონი! სამუდამო უნდა მიესაჯოს ყველას ვინც ნასვამი და გაბრუებული დაჯდება საჭესთან!
17 წლის იარაღით მოკლა უვადო მუხლი უდგება და ამ ლოთმა რომ ჩემი ლამაზი ანა და მართა მომიკლა ისე რომ ვეღარ ვცნობდით 8-იდან 12 წლამდე?

როდემდე უნდა ხოცონ და აუბედურონ ოჯახები, ხალხო, ხმა ამოიღეთ!

დღეს მე ვტირი და ხვალ ვისი ოჯახი გამწარდება... ანა რა მწარე ხარ, ჩემო ანიკო" - წერ ირმა ამბარდნიშვილი.