15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
მეხანძრე - მაშველებმა თელავის მუნიციპალიტეტში დამწვარ სახლში მამაკაცის ცხედარს მიაგნეს.
სოფელ ქვემო ხოდაშენში ხმიადაშვილების საცხოვრებელ სახლს, ცეცხლი დღეს, გამთენიისას გაუჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლმოკიდებული სახლის მეორე სართულზე, ჯერ დაუდგენელი მიზეზით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მეხანძრე-მაშველებმა 39 წლის მამაკაცის ცხედარს, მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მიაგნეს. დაღუპული გიორგი ხმიადაშვილია. გარდაცვლილს ცოტა ხანში, გურჯაანში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.საცხოვრებელი სახლი სრულად დამწვარია, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.