საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო
1754318194
წუხელ, გვიან ღამით, თბილისში, მტკვრის სანაპიროსთან მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილი ხდება, გარდაცვლილები არიან ირაკლი ქუთათელაძე და ნოდარ გულიაშვილი.
ორივე გარდაცვლილი 20 წლის იყო. როგორც ირკვევა, ავტომობილში მყოფი ხუთივე ახალგაზრდა თანაკლასელები არიან.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.