1769975663
ტრაგედიის დეტალები - 200 ადამიანი დაიღუპა კონგოში, რამდენიმე შახტის ჩანგრევის შედეგად
აღმოსავლეთ კონგოში, რამდენიმე შახტის ჩანგრევის შედეგად, სულ ცოტა, 200 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა კოლტანის საბადოებზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა მაღაროელი იყო, თუმცა მათ შორის ბავშვები და ქალებიც არიან.
ცნობისთვის, სწორედ კოლტანის გადამუშავების შედეგად მიიღება ტანტალი - იშვიათი ქიმიური ელემენტი, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების წარმოებაში გამოიყენება.










