ტრაგედია წალენჯიხაში - სტადიონთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

პოლიცია

წალენჯიხაში, სტადიონთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით,სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონთან, სადაც თამაში მიმდინარეობდა, აღმართულ კედელს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სატვირთო მანქანის მძღოლი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს