ტელეფონი ჰქონდა ხელში...დარტყმის დროს გაისროლა... - ოჯახი ავარიის დროს დაღუპული გოგოს ტელეფონს ეძებს

გლდანი ავარია

გლდანში, ავარიის დროს დაღუპული გოგონას ძმა განცხადებას ავრცელებს:

„ყურადღებას მოვითხოვ, ჩემი და და ოჯახის წევრი შეეწირა ამ ამბავს, მადლობა ყველას, თქვენი დახმარება დამჭირდება, ტელეფონი ჰქონდა ხელში, რომელიც სავარაუდოდ, დარტყმის დროს გაისროლა სადღაც, ვიღაცას აუღია და გაუთიშია, ტელეფონზე არაა საუბარი. უბრალოდ ბევრი სურათი და ვიდეო მასალა იყო მაგ ტელეფონში ჩემ დასთან დაკავშირებელი. არ გაატაროთ. შეიძლება ვიღაცამ იპოვა ეგ ტელეფონი iphone 11 შავი. თუ ნამუსი გაქვს იქნებ გამოჩნდე და მოგვაწოდო. მადლობა ყურადღებისთვის“ - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ძმა.

„მეორე ბავშვზე იყო ორსულად, წლინახევრის ჰყავს პირველი ბავშვი“ - ახალი დეტალები გლდანში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე

დააკავეს მძღოლი, რომელიც გლდანში ორსულს დაეჯახა