ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790532171
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ სხვა მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კედელს.
შეჯახების შედეგად მოტეხილია ხე და წაქცეულია ტროტუარზე დამონტაჟებული დამცავი ბოძი.მძღოლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაბნეულობის გამო მოუხდა. მან სამართალდამცველებს განუმარტა, რომ ღვედი არ ეკეთა და მოეჩვენა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოედევნა.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.დაზიანებული ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.