„ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
1773169772
თელავში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი, გარდაცვლილი ტიკტოკერი მარის დედაა. შემთხვევა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზატკეცილზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქალი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც დინა ნაწიფაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
„მარის დედის ამბავი მოვიკითხეთ, ამ ეტაპზე სტაბილურია მდგომარეობა, მხოლოდ ხელი აქვს დაზიანებული. რამდენიმე კვლევა გაუკეთეს, სერიოზული დაზიანება არ აქვს. ხვალ დილით კიდევ გადააკონტროლებენ მის მდგომარეობას, ამ ეტაპზე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება“.