სიკვდილი თაფლობის თვეში - ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა შეძრა

გიორგი დოლიძე

ლანჩხუთში, ქორწილიდან ორი კვირაში გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ. გიორგი დოლიძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ანევრიზმა სახელდება.

„სიკვდილი თაფლობის თვეში - ლხინი ჭირად შეიცვალა, სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, თავზარდამცემ უბედურებაზეა ნათქვამი, რომელიც სუფსაში დოლიძეების ოჯახში დატრიალდა.

სულ ახლახან ოჯახმა გიორგის ქორწილი იზეიმა. ოჯახი კი არა, სოფელიც ხარობდა ლამაზი წყვილის შეუღლებით.
სადღესასწაულო განწყობა არ განელებულა ოჯახში ... და უცებ, მეხის გავარდნის ტოლფასი კოშმარი. თაფლობის თვეში, თაფლობის სარეცელზე, ჯერ კიდევ მეფის ამპლუაში, ლამაზი ვაჟკაცი გარდაცვლილი იპოვეს... ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. ვინ იცის, ბედისწერა ვის რას უმზადებს...

ასეა თუ ისე, სიკვდილი დადგა. გამორჩეულად მშვენიერი ახალგაზრდის აღსასრული, რომელმაც ბედნიერების სრული აღქმა ვერც კი გააცნობიერა ისე გადასახლდა ზეციურ საუფლოში. რჩეულს კი, ჯერ კიდევ ახალ პატარძალს, ქვრივობის მწარე ხვედრი არგუნა და ლამაზი საქორწინო სამოსი ძაძით შეუცვალა... არაფერი რომ არ ვთქვათ დედაზე, რომლის სიცოცხლე ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გახდა.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი უბედურება… მარადიული ხსოვნა.“ - წერს შოთო სიხარულიძე.