აშშ-ის დაზვერვა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1778317276
სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალში კაცის ცხედარი იპოვეს. 60 წლის კაცი ექვსი დღის წინ გაუჩინარდა, ის დღეს დილით ნახეს. დავით ჯიბაშვილს სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცხედარი ზუსტად იმ ადგილას აღმოაჩინეს, სადაც მისი ჩანთა იყო ნაპოვნი.
სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულები.
გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.