სამტრედიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე?

ხანძარი

სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი კორპუსის სასხვენო გადახურვას მოედო. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა.