ჰოლანდიაში 46 წლის საქართველოს მოქალაქე გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ართველი

ჰო­ლან­დი­ა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლის­თვის, პო­ლი­ცი­ამ 46 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ იყო ჩა­სუ­ლი, ქა­ლაქ ბუნსხო­ტე­ნის მიგ­რან­ტთა და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

ინ­ცი­დენ­ტე­ბი 15 აგ­ვის­ტოს, ზა­ის­ტში მოხ­და.სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ათ­ზე, მა­მა­კა­ცი ქალს ისეთ მან­ძილ­ზე მი­უ­ახ­ლოვ­და, რომ შე­ში­ნე­ბულ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ლი და­ი­წყო, რის გა­მოც ბრალ­დე­ბუ­ლი გა­იქ­ცა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს ფაქ­ტი ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა.

და­ახ­ლო­ე­ბით საათ ნა­ხევ­რის შემ­დეგ, 13:30 სა­ათ­ზე, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მე­ო­რე ქალს აე­დევ­ნა. ის ქალს ზა­ის­ტის ტყე­ში გაჰყვა, სა­დაც მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცი ტყე­ში გა­იქ­ცა და გა­უ­ჩი­ნარ­და. ორი­ვე ინ­ცი­დენ­ტში მა­მა­კა­ცის აღ­წე­რი­ლო­ბა ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა, ასე­ვე დად­გინ­და, რომ მას აღ­მო­სავ­ლე­თევ­რო­პუ­ლი აქ­ცენ­ტი ჰქონ­და.

მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ცი­ამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ავ­რცე­ლა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ამო­საც­ნო­ბად ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა, გა­მო­ძი­ე­ბა დაჩ­ქარ­და.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სახ­ლში 21 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. ის პო­ლი­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რებ­ზე, მას­თან ერ­თად მცხოვ­რებ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ამო­იც­ნეს.

ამ­ჟა­მად, მა­მა­კა­ცი პა­ტიმ­რო­ბა­შია და არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ის შე­საძ­ლოა ბუნსხო­ტენ­ში მომ­ხდა­რი მე­სა­მე ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლეც იყოს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ლო­სი­პე­დით მი­მა­ვა­ლი ქალი უცხო მა­მა­კა­ცის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და - მან ქალს ხელი და­არ­ტყა, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხა. პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ ამ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აქვს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩივ­რის შე­ტა­ნის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა.

და­კა­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, მა­მა­კა­ცი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგა. ამ ეტაპ­ზე, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სრუ­ლად იზო­ლი­რე­ბუ­ლია, რაც ნიშ­ნავს, რომ მას კო­მუ­ნი­კა­ცია მხო­ლოდ ად­ვო­კატ­თან შე­უძ­ლია.