როგორია წალენჯიხაში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა

მამაკაცი

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავარიის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია.

იგი სოფელ ფახულანის მკვიდრი 29 წლის ლერი გუჩუაა.

ცნობისთვის, ხუთი დღის წინ ზუგდიდი-ლიის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს გზად ცხენი გადაუხტა და გზის სავალი ნაწილიდან გადააგდო.

ავტომობილისა და მძღოლის ამოყვანის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ჩაერთნენ.

დაშავებული მამაკაცი ზუგდიდის "ევექსის" კლინიკაშია მოთავსებული. მის გადასარჩენად შესაბამის სისხლის ჯგუფს ითხოვდნენ.

იგი აპარატზეა მიერთებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.