ცნობილი ხდება, ვანგას წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის
1766865435
ხარკოვთან შეტაკებისას, კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპულის მეგობარი ავრცელებს.
„როგორ არ მინდა დავიჯერო. სერგო ჩვენთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო, ის იყო სიკეთის, ერთგულების და ნამდვილი მეგობრობის მაგალითი. მისი გული ყოველთვის ღია იყო მათთვის, ვისაც მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებოდა. მადლობა მეგობარო ყველაფრისთვის, რაც გაეცი - მეგობრობისთვის, სიკეთისთვის და ერთგულებისთვის.
სერგო ახმეტის რაიონიდანაა, დიდი ხანია კიევში ცხოვრობს, უკრაინის მოქალაქეა, დარჩა 3 შვილი",- უთხრა „პრაიმტაიმს“ დაღუპულის მეგობარმა ბესიკ შამუგიამ.