პოლონეთში, 23 წლის ქართველი ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა

პოლონეთში 23 წლის ქართველი ბიჭი დაიღუპა

პოლონეთში 23 წლის ქართველი კაცი ტბაში დაიხრჩო. დაღუპული ბათუმის მკვიდრი, ჯაბა თავართქილაძეა. ახალგაზრდა კაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში სამუშაოდ იმყოფებოდა.

ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:

„ჯამბულ, ჩვენო ღიმილიანო ვაჟკაცო, წუხს ჩვენი საგვარეულო, ახლობელ-ნათესავები, სოფელი, სადაც დაიბადე და დაფრთიანდი, შენი ამ წუთისოფლიდან უდროოდ და ტრაგიკულად წასვლის გამო.

ვუთანაგძნობ შენს განადგურებულ მშობლებს, და-ძმას. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი და სამოთხით დაგაჯილდოოს!“

„ეჰ ჯაბა რა მაგარი გულის ბიჭი იყავი... უბოროტო და წესიერი. უფალმა გაანათლოს შენი სული“

„ჯაბა ძმაო, ცათა სასუფეველი შენს სპეტაკ სულს, სულ მემახსოვრები მეგობარო“,-წერენ სოციალურ ქსელში.