ათასობით ადამიანი 8 წლის ხიზირს უკანასკნელ გზაზე აცილებს – ემოციური კადრები ინგუშეთიდან

ჯი

ინგუშეთში 8 წლის ხიზირ დერბიჩევს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. პატარა გმირთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

უამრავი მოქალაქე ოჯახს თანადგომასა და სამძიმარს უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ 8 წლის ინგუში ბიჭის ცხედარი მდინარეში გუშინ იპოვეს.

ტრაგედია 2026 წლის 15 ივნისს, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა. ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა და ტოტს ჩაეჭიდა.

რვა წლის ხიზირმა არც ერთი წამი არ დააყოვნა და უფროსების მოსვლას არ დაელოდა.  მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შევიდა.

მან მოახერხა მეგობრის დახმარება და მისი გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით უფროსებმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.