საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საქართველოში, მიწისძვრა მოხდა. 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, 08:07 საათზე, 4.4 მაგნიტუდის (Ml) მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი ქალაქ ტყიბულის ჩრდილოეთით 8 კილომეტრში, სოფელ ხონჭიორთან 3 კილომეტრში მდებარეობდა.

დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.