1692302192
ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ირანში - არის მსხვერპლი

ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.
5.7 და 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები ქალაქ ხამირიდან 61 კილომეტრში დაფიქსირდა.
პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილია 5 და დაშავებულია 19 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს.