„ოქრო ბიჭი... საოცარი ადამიანი დააკლდა ოჯახს, ქვეყანას! - ტრაგიკულად დაღუპულ პოლიციელებს გლოვობენ

გარდაცვლილი პოლიციელები

წუხელ ქარელში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი: 1972 წელს დაბადებული პოლიციის მაიორი ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 30 წლამდე, წარსულში ნასამართლევი გ. ლ., რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც, ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.

სამართალდამცველებმა გ.ლ უკვე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ოქრო ბიჭი... საოცარი ადამიანი დააკლდა ოჯახს, ქვეყანას!“; „ჩვენი სოფლის საამაყო, კარგი ბიჭი, ჩვენი ვანო“; „ნათელი მათ, გმირები არიან ნამდვილად, ჩვენს სიცოცხლეს ხშირად საკუთარის ნაცვლად იცავენ“;  - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

ასევე ნახეთ:

👉 VIDEO: „ხელები თავზე! არ გაინძრე“ - ნახეთ, როგორ დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი საქართველოს ექვსი მოქალაქე

👉 VIDEO: პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - ტრაილერი დაეჯახა ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

👉 ცნობილია, ავარიის დროს დაღუპული პატრულების ვინაობა - კადრები ადგილიდან

👉 „ღამის გასათევად მოვხვდი ოჯახში, სადაც დამიტოვეს... მე ვიყავი ინიციატორი, პირველი ღამე შემდგარიყო ”- მზია გეწაძე

👉 კაცი, რომელმაც ავარიის დროს ორი პატრული მოკლა, წარსულში ნასამართლევია და არაფხიზელ მდგომარეობაში იყო