1751744974
VIDEO: პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - ტრაილერი დაეჯახა ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე, კერძოდ რუსთავი-ფონიჭალის მონაკვეთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტურისტები არიან.