მგზავრი გარდაიცვალა - მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს
1760539965
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი მს „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე.
მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.