სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ლუკა კურტანიძე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად კურტანიძემაც.

„დღესაც თამამად ვაცხადებთ, რომ ლუკა ელდარ კურტანიძე იყო დიდი პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც დაგეგმა მისმა ყოფილმა მეუღლემ. ამის მიუხედავად ის არ გაურბის თავის პასუხისმგებლობას, აღიარებს დანაშაულს 126 მუხლის, ძალადობის ნაწილში, ინანიებს თავის ქმედებას, მიაჩნია, რომ პროვოკაციის მიუხედავად მისი მხრიდან აღნიშნული არ უნდა განხორციელებულიყო, - აცხადებს კურტანიძის ადვოკატი ივანე მეფარიშვილი.

საქმის არსებითი განხილვა 29 ოქტომბერს დაიწყება. გამოძიება კურტანიძეს ყოფილ მეუღლეზე ძალადობას, ნივთის დაზიანებას, საკუთრების უფლების და დამცავი ორდერის დარღვევას ედავება.