1760557228
წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„სამგორის რაიონში, თენგიზ ჩანტლაძის ქ. N26-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 10/15/2025 22:00 საათიდან 10/16/2025 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ლილოს დასახლება 1, 2 მ/რ-ებს, 1 კვარტალს, მე-2 კვარტლის N1-7 (კენტებს) N2-8 (ლუწებს), მე-4 და მე-5 კვარტლებს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის ქუჩებს, სოფ.დიდი ლილოს, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლებას, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დას. აეროპორტის დას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89, ამერიკულ ლაბორატორიას, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის და ხვედელიანის ქუჩებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.