მგზავრი გარდაიცვალა - მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს

metro

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის გარდაცვალება გახდა. 

არსებული ინფორმაციით, კაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

შემთხვევის გამო, მგზავრებს მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ ვერ ემსახურება. ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.