1769975663
მძიმე ავარია თურქეთში - დაღუპულია 8 ადამიანი
თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
დაიღუპა რვა და დაშავდა 26 ადამიანი, მათგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გამოძიების პირველადი ვერსიით, სატრანსპორტო საშუალება გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლმა მოსახვევში შესვლა ვერ შეძლო და ფერდობზე დაგორდა.










