1781210306
მძიმე ავარია ქუთაისში - დაღუპულია 16 წლის ბიჭი
ქუთაისში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც ცნობილია ავტომობილში 4 არასრულწლოვანი ისხდა, მათ ავტომობილი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.











