ხანძრის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა ცნობილია

ხანძარი თელავში

თელავში ხანძრის შედეგად დაღუპული 75 წლის ქალი, რუსული ენისა და ლიტეტრატურის სპეციალისტი, ლუდა ბანოვსკაიაა.

ქალი სახლში ვაჟთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც ალმოდებული შენობის დატოვება მოასწრო. შენობა ნაწილობრივ დაიწვა, შიგნით დარჩენილი ქალი კი, დაიღუპა. 

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს ავტოავარიაში მოხვედრის შედეგად, ფეხი მოტყდა და ბოლო წლებში, გადაადგილება ძალიან უჭირდა.

ბანოვსკაია წლების წინ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა, შემდეგ პენსიაზე გავიდა.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია იმყოფება.